www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა;
** არსებული სიტუაციის ანალიზი, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმართვა;
** გაყიდვებში ჩართული ყველა რგოლისთვის კონკრეტული მიზნების/ამოცანების დასახვა/შესრულების მონიტორინგი;
** ქსელის არსებული სტანდარტების დაცვის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
** ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება გუნდის წევრებთან;
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, მათი განვითარების გეგმის (სამუშაო სტანდარტები, დროის მართვა, მომსახურების სტანდარტები. ლიდერული უნარები) და სამოტივაციო გეგმის დასახვა;
** გაყიდული საქონლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** ფილიალების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით ახალი იდეების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა აქტიურ ვაკანსიას ქვემოთ მითითებულ ბმულზე: https://jobs.ge/?view=client&client=madart

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |