www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"დრესაპ ჯგუფი" უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder - ის ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 40 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - https://dressup.ge

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს ბარათი;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო განრიგი:

** სამუშაო განაკვეთი სრული.
** სამუშაო განრიგი განისაზღვრება ცვლებით.
** დასვენების დღეები: ორ კვირაში დასვენების 3 დღე.

კანდიდატთა შერჩევა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30.01.2022

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |