www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის მოადგილე
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
** დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად გააკონტროლოს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების, ბალანსისა და მოგება-ზარალის ჩანაწერების სისწორე;
** უზრუნველყოს ბუღალტრული ოპერაციების დროულად აღრიცხვა, გადასახადების დარიცხვა;
** მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს ინფორმაციის დროულად დამუშავება და მიწოდება შიდა და გარე აუდიტორებისათვის;
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოამზადოს ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციები;
** კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ბუღალტრების ყოველდღიური ოპერაციების შესწავლა-კონტროლი;
** მომართვიანობის შესაბამისად გაუწიოს კომპეტენტური კონსულტაციების როგორც განყოფილების, ასევე სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს;
** ასევე, უზრუნველყოს მასზე დაკისრებული ყველა ფუნქცია-მოვალეობების დროული და ჯეროვანი შესრულება;
** პასუხისმგებელია მის მიერ შესასრულებელი პროცესის ხარისხზე, შედეგებსა და ეფექტურობაზე;
** მის ხელთ არსებული კომპანიის დოკუმენტაციის, ქონების შენახვაზე, მოვლასა და დაცვაზე;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
** შინაგანაწესის შესრულებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბუღალტრო პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების Ms office ( Word, Excel) ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |