www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ინჟინერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

შემოუერთდი "მადარტის" გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის გათვალისწინებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელ. მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება;
** ელ. მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ. მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება;
** მასალების, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის შეძენისათვის აუცილებელი გათვლები და განაცხადების შედგენა;
** საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |