www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს, როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.

"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლაბორატორიაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, გადამოწმება და რეგისტრაცია
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია შემდეგი მიმართულებით: მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია)
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge და სათაურის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |