www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რუსულენოვანი ონლაინ-კონსულტანტი
მომწოდებელი: ავტოელემენტი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

ავტონაწილების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი "ავტოელემენტი", აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი ონლაინ-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 11-დან 19 სთ-მდე (კვირა დასვენება)
** ანაზღაურება: თვეში 300-დან 1100 ლარამდე, გეგმის შესრულების შემთხვევაში + ბონუსები.
** სამუშაო ადგილი: დისტანციური

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ პარტნიორებთან დაკონტაქტება (WhatsApp, Viber, Telegram) და მათი აპლიკაციაში რეგისტრაცია;
** ყოველდღიური რეპორტინგი;
** ყოველთვიური გეგმის შემუშავება ანალიზი.

აუცილებელი უნარები:

** რუსული ენის სრულყოფილად ფლობა (მათ შორის წერა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: biktorisaldadze@gmail.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2022 წლის 30 იანვარი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |