www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 21 იანვარი

სასტუმრო "ჰოლიდი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს ასისტირება რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერს მიმდინარე სამუშაო პროცესებში;
** დახმარება გაუწიოს რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტურ კოორდინაციაში;
** რეგისტრაციების მენეჯერის დავალებით აწარმოოს, თანამშრომლების სამუშაო განრიგის სწორად დაგეგმვა;
** გაუწიოს მონიტორინგი დეპარტამენტის მუშაობას ფინანსური რეპორტებისა და სტუმრების უკუკავშირის საფუძველზე.
** დახმარება გაუწიოს რეგისტრაციების მენეჯერს შექმნილი SOP-ებით გაწერილი სტანდარტების დანერგვაში;
** დახმარება გაუწიოს რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერს ტრენინგების მომზადებაში, დაგეგმვასა და ჩატარებაში;
** კოორდინირება გაუწიოს რეგისტრაციების მენეჯერის მიერ დაგეგმილ თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვას;
** გარკვეული იყოს მიმღებში მიმდინარე პროცესებისა და ოპერაციებში: ნომრების დაჯავშვნა, სტუმრის განთავსება/გაცილება, ელექტრონული წერილების მიღება და გაგზავნა;
** საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგების ჩანაცვლება;
** ითანამშრომლოს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან.

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ა/წ 21 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com. გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |