www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბილინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გენომიქსი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

მოლეკულური გენეტიკის ცენტრი "გენომიქსი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა 15
სამუშაო განაკვეთი: სრული

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

** კომპანიის მართვის ელექტრონული სისტემის ბილინგის პროცესების კონტროლი და შემუშავება;
** ბილინგში ჩართული რგოლების კონტროლი;
** შემოსავლების აღრიცხვის კონტროლი, პროცესების ოპტიმიზაცია;
** შემოსავლების რეპორტინგი;
** კონტრაგენტების ხელშეკრულებების ცოდნა და პირობების დანერგვის კონტროლი;
** შემოსავლების ანალიზის და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
** ყოველთვიური დებიტორების რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** დებიტორებთან არსებული დავალიანების თაობაზე კონტაქტი;
** შემოსავლებთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალ დონეზე გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: vacancy@genomics.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 13 თებერვალი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "გენომიქსისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |