www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"კარფური" ამჟამად, საქართველოში ოპერირების დაწყებიდან მე-9 წლის აღსანიშნავად, დროებით, 1 თვით გთავაზობთ დასაქმებას პრომოს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება კარფურის დაგროვებითი ბარათის (My Club) შესახებ
** მომხმარებლებისთვის დაგროვებითი ბარათისა და online აპლიკაციის გააქტიურება

უნარ-ჩვევები:

** მოტივაცია და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

გრაფიკი - კვირაში 6 დღე 11:00სთ-დან 19:00სთ-მდე
ლოკაცია - თბილისის ყველა ფილიალი
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი თითოეულ დარეგისტრირებულ მომხმარებელზე

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com ან გადადით მითითებულ ბმულზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1qd6R7jMa3-Cl112l_K6Gy31O67UrwQV9oQ14919zDeA/edit

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - პრომო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |