www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: დაცული ტერიტორიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

სსიპ - "დაცული ტერიტორიების სააგენტო" სააგენტო "Save the Nature - Georgia" პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს პროექტის ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

კანდიდატი ვალდებულია შეასრულოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტ "Save the Nature - Georgia"-ის ფარგლებში ნაკისრი შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ფინანსური ანგარიშების მომზადება დადგენილი წესის მიხედვით;
** სახელმწიფო ხაზინასთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
** დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარსადგენი კვარტალური განწერის პროექტის მომზადება;
** სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობასა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებაში მონაწილეობა.
** პროექტთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტების, ვალდებულებების, საგადახდო მოთხოვნებისა და მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემაში ასახვა; სახაზინო დოკუმენტაციის დამუშავება;
** პროექტის ფარგლებში თანამშრომელთა სახელფასო და სხვა განაცემების ვალდებულებების გაანგარიშება, დარიცხვა და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფებში (ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ხაზინის ერთიანი სისტემა და ა.შ.) ასახვა.
** პროექტის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებაში მონაწილეობა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
** პროექტის მენეჯერის და სააგენტოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება - უმაღლესი;
** სამუშაო გამოცდილება - საჯარო სექტორში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგი ცოდნა - Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook; Windows Server; Etreasury.ge - ელექტრონული ხაზინა.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

საკონკურსო თემატიკა:

** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულება;
** საქართველოს კანონი "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ";
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს კანონი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი";
** საქართველოს შრომის კოდექსი
** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს კანონი გრანტების შესახებ
** საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების შესახებ

თანამდებობრივი სარგოს ოდენობა: 700 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადასახადების ჩათვლით. გადახდა განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს.
შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 36 თვე, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - ani.tuchashvili@apa.gov.ge საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან ვერ წარმოადგენს აღნიშნულ დოკუმენტების, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;
** კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
** კონკურსში მონაწილეობის მიღების, კონკურსის ფორმის, პირობებისა და ადგილმდებარეობის შეტყობინების მიზნით დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან;
** კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
** გთხოვთ წარმოადგინოთ განაცხადი 2022 წლის 22 იანვრის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |