www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სენდო
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, შპს "სენდო", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 800-1200 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.sendo.ge

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი შესრულების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი
** პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული, ინგლისურის ან სხვა უცხო ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sendo.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს სენდოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] თვის ვადით.

აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |