www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია უნივერსალური, ხარისხიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაზე. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და ვცდილობთ შევთავაზოთ მათ გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებები.

"ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის" უმთავრეს კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: ფინანსური დირექტორი
ადგილმდებარეობა თბილისი, ევ. მიქელაძის 1-ბ

ფუნქცია მოვალეობები:

** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა
** გამომუშავების მიხედვით გაყიდვების დეპარტამენტის ანაზღაურების გამოთვლა
** ფიქსირებული ანაზღაურების მქონე თანამშრომლების ანაზღაურების გამოთვლა
** საბანკო გადარიცხვები
** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** დებიტორების და კრედიტორების ნაშთის კონტროლი
** საბუღალტრო პროგრამაში სადაზღვევო ოპერაციების ასახვა (თვის დახურვა)
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** ACCA პირველი დონის სერტიფიკატი
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა (მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა)

კომპეტენციები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაოს დელეგირების უნარი

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით, გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge და "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |