www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: იტონგ კავკასუსი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"იტონგ კავკასუსი" დაარსდა 2014 წელს და არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია."იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება ბრენდ Ytong-ის სახელით.

იტონგის აირბეტონის ბლოკი არის არქიტექტორების, დეველოპერებისა და მშენებლების ნომერ პირველი არჩევანი მსოფლიოს მასშტაბით.

იტონგში ვეძებთ ელექტრიკოსს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებით;
** აუცილებელია ელექტრიკოსის III დონის სერტიფიკატი;
** 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ელექტრიკოსის ფუნქციები იქნება:

კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (ელ.ძრავების, ელ.გამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების, ქვესადგურების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
** ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და მოსალოდნელი ხარვეზების დროული გამოვლენა;
** ელექტრული ნახაზების, ცალხაზოვანი და სამონტაჟო სქემების შედგენა, დატვირთვების ანგარიში;
** ელექტრო აღჭურვილობის დაყენება და ტესტირება;
** არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი;
** ელექტრო ტექნიკის გეგმური შემოწმება;
** ელექტრობასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადაჭრაზე ზრუნვა;
** ელექტრო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ხან დღის, ხან ღამის ცვლა (2 დღეში ერთხელ, საშუალოდ, 15 ცვლა თვეში);
** მდებარეობა: კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის მიმდებარედ.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს, 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით, მეილზე info@ytong.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |