www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯების მაკონტროლებელი
მომწოდებელი: სასტუმრო მონოგრაფი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"მონოგრაფი თავისუფლების მოედანზე" არის ახლად გახსნილი დიზაინ სასტუმრო. ეს არის ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის ადგილი, რომელიც წარმოადგენს მე-18 საუკუნეში აშენებულ ისტორიულ შენობას, მრავალფეროვანი პანორამული ხედებით ყველაზე შთამბეჭდავ და ისტორიულად მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებზე. სასტუმრო მონოგრაფი გთავაზობთ: 36 ექსკლუზიურ და დახვეწილ ოთახს, Sominee - ქართული, "Fine Dining" რესტორანი, Nomura - იაპონური რესტორანი, The Monograph`s Terrace - ინტერნაციონალური სამზარეულო.

სასტუმრო "მონოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯების მაკონტროლებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა ნორმატივით დადგენილი პერიოდულობით სასტუმროს ხარჯების მონიტორინგი;
** შესყიდული საქონლის ფასების კონტროლის ოპტიმიზაცია და ფასების პერიოდული ანალიტიკა;
** შესყიდული პროდუქციის ფასების სისწორის მიზნით, მოულოდნელი შემოწმების მოწყობა, მომწოდებელ კომპანიებთან;
** შესყიდული მარაგების რაოდენობის სისწორის დადგენის მიზნით მისი პერიოდულად შემოწმება;
** რეალიზებული პროდუქციის (F&B) ანალიზის მომზადება;
** ყოველკვირეული ხარჯებისა და მარაგების ანგარიშგების მომზადება;
** თვის დახურვის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** შიდა ნორმატივით დადგენილი პერიოდულობით მიმდინარე და წლიურ ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან;
** იყოს პასუხისმგებელი სასტუმროში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 11 თებერვლამდე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@monographtbilisi.com

საკონტაქტო ნომერი: 577 37 46 29

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |