www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტორის თანაშემწე/სტაჟიორი
მომწოდებელი: აიმც
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"აიმცი" გამოსცემს სახელმძღვანელოებს აბიტურიენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

"აიმცი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ავტორის თანაშემწის პოზიციაზე.

მოვალეობები: ავტორის დახმარება მათემატიკის სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში.

სამუშაო პირობები:

** კეთილგანწყობილი და საქმიანი ატმოსფერო.
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** განაკვეთი: ნახევარი, მოქნილი. განიხილება დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობაც.
** ხელფასი: 200 ლარი თვეში.
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (თებერვალი - ივნისი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების კარგად ცოდნა;
2. კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტიდან საჭირო მასალების მოძიების უნარი;
3. სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
4. გუნდური მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნა: პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოაგზავნეთ მისამართზე: aimcwignebi@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |