www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა;
** კომპიუტერული (დესკტოპი/ლეპტოპი) ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** პერიფერიული ტექნიკის (პრინტერი, სკანერი, და სხვა) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების (DVR, NVR, Camera) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესში მონაწილეობის მიღება;

აუცილებელი პროფესიული ცოდნა:

** ოპერაციული სისტემების (windows 7/10, Mac) ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
** MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
** პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
** პერიფერიული ტექნიკის (პრინტერი, სკანერი, და სხვა) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერის ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია ინგლისური ენის (მინიმუმ B1 დონე) და სასურველია რუსული ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 12 თებერვლის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |