RSM Georgia Solutions არის ბიზნეს გადაწყვეტილებების მსოფლიო ლიდერის - SAP-ის პარტნიორი საქართველოში.
კომპანიის ამოცანაა მსოფლიო კლასის, ინტეგრირებული IT გადაწყვეტილებების შეთავაზებით დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს სწრაფ ზრდასა და განვითარებაში.
ERP სისტემების 10 წლიანი გამოცდილებით, ქართული ბაზრის სპეციფიკის ცოდნით და სრულად ლოკალიზებული პროდუქტებით ჩვენ ვახორციელებთ ბიზნეს გადაწყვეტილებების სრულ ციკლს - კონსალტინგს, ინფრასტრუქტურის შექმნას, ლიცენზიების მიწოდებას, დანერგვას და შემდგომ მხარდაჭერას.
RSM Georgia Solutions-ის გაყიდვების გუნდში ვეძებთ პროგრამული გადაწყვეტილების pre-sale კონსულტანტს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებების შესწავლა;
** პროგრამული უზრუნველყოფის pre-sale პროცესის სრული ციკლის მართვა: პროდუქტის შეთავაზება, ბიზნეს ამოცანის შესწავლა, დემო ვერსიის მომზადება, პრეზენტაციის ჩატარება;
** ხელშეკრულების მომზადება კლიენტებისთვის;
** არსებულ ლიდებთან კომუნიკაცია;
** ახალი პროდუქტების შეთავაზება არსებული კლიენტებისთვის;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი;
** პოტენციური დამკვეთების მოძიება/ ლიდგენერაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მომიჯნავე სფეროში
** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
თუ დაგაინტერესა ამ შემოთავაზებამ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@rsm.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
ველით შენთან შეხვედრას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.