www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოიალითი პროექტების სპეციალიტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

"გეფა" აცხადებს ვაკანსიას ლოიალითი პროექტების სპეციალისტის (ანალიტიკოსი) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - 8 საათი 5 სამუშაო დღე
დასაქმების ტიპი - სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** დიდი ბაზების დამუშავება
** მომხმარებლების ანალიზი და რეპორტების წარმოება
** მომხმარებლებისთვის შეთავაზებების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება
** შეთავაზებებისთვის მომხმარებლების სეგმენტის განსაზღვრა და მათთან შემდგომი კომუნიკაცია (სხვადასხვა არხით სმს, ონლაინ)
** შეთავაზებების ანალიზი და რეპორტინგი
** არსებული რეპორტინგის განვითარებასა და ავტომატიზირებაში ჩართულობა
** დამუშავებული მონაცემების ინტერპრეტირება/ანალიტიკა
** დამუშავებული რეპორტების შესაბამის განყოფილებებთან წარდგენა/პრეზენტაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტი/ფინანსების მიმართულებით
** 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი ტიპის პოზიციაზე
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** აუცილებელია Excel_ის მაღალ დონეზე ცოდნა
** SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** Power BI ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** განვითარებაზე ორიენტირებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ინიციატიურობა

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |