www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00)
ანაზღაურება: 800 ლარი

ფუნქციები:

** ფილიალში არსებული ძირითადი საშუალებების (ივენტარის) აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
** ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** ძირითად საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მაისი, 2022 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |