www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

სასტუმრო "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას მიმღების პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა, როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება
** ოთახების სტატუსის გადამოწმება (სუფთა/დასასუფთავებელი)
** კონფიდენციალობის დაცვა
** სატელეფონო ეტიკეტის დაცვა.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს კვებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, მისამართზე: reservations@cruise.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |