www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გრანთ თორნთონ
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

"გრანთ თორნთონ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** RS.GE - ზე მუშაობა საჭიროების შემთხვევაში.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Fina, Oris - ის მაღალ დონეზე ცოდნა. უპირატესობა მიენიჭებათ პროგრამა Fina-ს მცოდნე კანდიდატებს (სასურველია სხვა პროგრამების ცოდნაც);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** გამოცდილება სადისტრიბუციო სექტორში

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.

ხელფასი: 1000-1300 ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე hr@ge.gt.com

კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.

გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 1 ივნისი 2022.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |