www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

"Apple"-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics", ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც სურს გახდეს 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ბრენდის გუნდის წევრი.

მიმდინარე ვაკანსიები: მოლარე-კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
** "Apple"-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
** გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

მოთხოვნები:

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სალაროს, გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

თქვენ შეისწავლით:

** "Apple"-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
** უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მოტივირებაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "iTechnic"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |