www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და "Grand Electronics" -ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში". შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილის, "ისთ-ფოინთისა" და სითი მოლის ფილიალები. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით "გრანდ ელექტრონიქსი" ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ სხვა ბრენდებს.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელთან და სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქსელის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილების მიღება;
** პროცესების ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა;
** პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება დამუშავება;
** საჭირო რესურსების განსაზღვრა;
** პროექტების გეგმის შედგენაში მონაწილების მიღება;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციების ადმინისტრირება;
** პროექტის დედლაინების დაცვა/მონიტორინგი;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
** პროექტის რისკების გამოვლენა და პრევენცია;
** მართვის მეთოდოლოგიის განვითარებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ციფრულ სისტემებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხასი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |