www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: MS SQL Server-ის ადმინისტრირების კურსი
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"
თ. ჭოველიძის ქუჩა 4ა
0108 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32) 225 05 90
ელ-ფოსტა: contact@grena.ge
ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/, https://academy.grena.ge
ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"-ს აკადემია აცხადებს მიღებას MS SQL Server-ის ადმინისტრირების კურსზე.

კურსი განიხილავს რელაციური მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მეთოდებს. თეორიული ცოდნის მიღების გარდა სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების პრაქტიკულ გამოცდილებასა და ჩვევებს. კურსის ბოლოს სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ ადმინისტრირება გაუწიონ მონაცემთა ბაზებს.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:

** Microsoft Windows ოპერაციული სისტემის და მისი ძირითადი ფუნქციების ცოდნა.
** Transact SQL-ზე მუშაობის გამოცდილება.
** რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა.
** გამოცდილება მონაცემთა ბაზების დიზაინის კუთხით.

კურსის შინაარსი:

** SQL Server-ის დაინსტალირება.
** SQL Server მონაცემთა ბაზების კონფიგურაცია.
** SQL Server-ის აღდგენის მოდელების აღწერა.
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების აღდგენა.
** მონაცემთა ბაზების აღდგენა.
** მონაცემების იმპორტი და ექსპორტი.
** მომხმარებლების ავტორიზაცია.
** სერვერული და მონაცემთა ბაზების როლები.
** უფლებების გაცემა და კონფიგურაცია.
** მონაცემთა ბაზების დაშიფვრა და აუდიტის გამოყენება.
** SQL Server Agent-ის და Job-ების მართვა.
** SQL Server აგენტის უსაფრთხოების კონფიგურაცია.
** მონაცემთა ბაზის ფოსტის, შეტყობინებების და გაფრთხილებების კონფიგურაცია.
** მონაცემთა ბაზების შენარჩუნება.
** SQL Profiler-ის, SQL Trace-ის კონფიგურაცია და მონაცემთა ბაზის ძრავის Tuning Advisor-ის გამოიყენება.
** მონაცემების მონიტორინგი დინამიკური მართვის თვალსაზრისით.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ, ლექციის ხანგრძლივობაა 2-2.5 საათი.

კურსის საფასური: 1000 ლარი
მოქმედებს 20 % ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონული სახით.

სწავლის დაწყების თარიღი დამოკიდებულია დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობაზე.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე:

https://academy.grena.ge/geo/ms_sql_administration
https://academy.grena.ge/geo/register?cid=318



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |