www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

განცხადების ვადა: 4 მაისი - 4 ივნისი, 2022
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
ანაზღაურება შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ფუნქციები:

** კომპანიის კორპორატიული კლიენტების მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** კომპანიის კლიენტების უკუკავშირის მუდმივი მონიტორინგი, მათ მიერ გამოთქმული შენიშვნებისა თუ უკმაყოფილების დაფიქსირება/მართვა;
** ინფორმაციული შეკითხვების მართვა, კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი უკუკავშირი ან/და გადამისამართება უფლებამოსილ პირებთან;
** სერვისის მიღების მიზნით, კლიენტების მოთხოვნების დაფიქსირება და უფლებამოსილ პირებთან გადამისამართება;
** სადაზღვევო შემთხვევების მართვაში უშუალო ჩართულობა, კლიენტსა და კომპანიის ანაზღაურების რგოლებს შორის მედიატორობა;
** კლიენტის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების დაზღვევის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კლიენტებთან შედარებების უზრუნველყოფა და დებიტორული დავალიანებების მართვა, მათი მინიმიზაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
** კლიენტებთან სადაზღვევო ხელშეკრულებების განახლებებისათვის საჭირო ინფორმაციის მოკვლევა, დამუშავება და მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office)
** სადაზღვევო სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** სასურველია ერთწლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |