www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. განიხილებიან მხოლოდ მამაკაცები.

"Carspace" არის ავტოიმპორტიორი კომპანია, რომლის ძირითადი მოვალეობაა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაამარტივოს ავტომობილის შეძენის პროცედურა. სწრაფად, მარტივად, ხარისხიანად და საუკეთესო ფასად ბაზარზე ჩამოიყვანოს მხოლოდ დაზღვეული ავტომობილები ამერიკის უმსხვილესი აუქციონებიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** სატელეფონო კონსულტაციის გაწევა პოტენციური მომხმარებლებისთვის.
** მომხმარებლისთვის სასურველი ავტომობილის შერჩევა აუქციონზე.
** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება ხელმძღვანელობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით 2 წლიანი გამოცდილება
** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე)
** ქართული სამეტყველო ენის და მართლწერის საშუალო/მაღალ დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლის მომსახურების - უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ

ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ladobersenadze@carspace.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |