www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით ცოდნა.
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება - პროდუქციის პრეზენტაცია, შეკვეთის ფორმირება.
** გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი.
** ახალი მაღაზიების მოძიება და არსებული ქსელის ეფექტური ოპტიმიზაცია;
** მერჩენდაიზერების მიერ თითოეული ობიექტიდან პროდუქციის უკან დაბრუნების კონტროლისა და მართვის მონიტორინგი.
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
** ყოველდღიური რეპორტის წარმოება ჩატარებული სამუშაოს და შედეგების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით).

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |