www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში სამუშაო პროცესისათვის აუცილებელი გარემოსა და რეჟიმის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და კონტროლი
** საოფისე მარაგების მართვა, სამეურნეო ხარჯვის კონტროლი და ოპტიმიზაცია
კომპანიისათვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე, საკანცელარიო ნივთები) შესყიდვების მოთხოვნის ორგანიზება სამსახურების მიხედვით და გადაცემა შესაბამის სამსახურზე, დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა
** კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება-გაგზავნა) ორგანიზება-კოორდინირება; შემოსული და გასული წერილების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება, აუცილებლობის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში საქმიანი მიმოწერის განხორციელება
** სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზება
** თანამშრომლების მივლინებების ორგანიზება, მგზავრობის და საცხოვრებლის ჩათვლით
** საჭიროებიდან გამომდინარე სასტუმროების, სატრანსპორტო და სხვა სერვისის მომწოდებელი კომპანიების მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა
** ვიზიტორების რეგისტრაცია, კოორდინირება და მომსახურება
** სტუმრების, პარტნიორების, კლიენტების მიღება-დახვედრა და საჭიროების შემთხვევაში გამასპინძლება
** ოფისში არსებული ტექნიკური გამართულობის კონტროლი და შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა
** თანამშრომლების მხრიდან მძღოლის მომსახურების მოთხოვნის კონტროლი და კომუნიკაციის კოორდინირება
** ოფისში ახალი მიღებული თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის, თანამშრომლების და ოფისში მუშაობის სპეციფიკის გაცნობა
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელების წინაშე ანგარიშვალდებულება
** საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@magniti.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |