www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: MSSQL-ის Querying Data with Transact-SQL-ის კურსი
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"
თ. ჭოველიძის ქუჩა 4ა
0108 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32) 225 05 90
ელ-ფოსტა: contact@grena.ge
ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/, https://academy.grena.ge
ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"-ს აკადემია აცხადებს მიღებას MSSQL-ის Querying Data with Transact-SQL-ის კურსზე.

კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server 2017-ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server 2017 მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს სტუდენტებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა აღნიშნული შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის. კურსი განკუთვნილია მსმენელთათვის რომლებიც გეგმავენ Microsoft Certified Technology Specialist (MCSA Exam 461, 462) გამოცდების ჩაბარებას. ასევე მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაცია და მონაცემებთან მუშაობა Microsoft SQL Server 2017-ის გამოყენებით.

კურსის შინაარსი:

** SQL Server-ის პლატფორმის გაცნობა.
** T-SQL-ის შესავალი, SELECT მოთხოვნების დაწერა.
** DML-ის გამოყენება მონაცემთა შესაცვლელად.
** მონაცემთა დაჯგუფება და გაერთიანება.
** შეერთებები.
** მონაცემთა დახარისხება და გაფილტვრა.
** SQL Server-ის მონაცემთა ტიპებთან მუშაობა.
** ჩაშენებული ფუნქციების გამოყენება.
** მონაცემთა დაჯგუფება და აგრეგაცია.
** Subquer-ების გამოყენება.
** ცხრილური გამოსახულებები.
** Set ოპერატორების გამოყენება.
** Window, რანჟირების, ოფსეტური და აგრეგატული ფუნქციების გამოყენება.
** მონაცემების პივოტირება და დაჯგუფება.
** შენახული პროცედურები.
** პროგრამირება T-SQL-ში.
** შეცდომებზე მუშაობა.
** ტრანზაქციები.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ, ლექციის ხანგრძლივობაა 2-2.5 საათი.

კურსის საფასური: 1000 ლარი
მოქმედებს 20 % ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონული სახით.

სწავლის დაწყების თარიღი დამოკიდებულია დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობაზე.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე:

https://academy.grena.ge/geo/transact_sql
https://academy.grena.ge/geo/register?cid=319



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |