კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" არის კომპანიების: "Mars", "Рудь", "Коровка", "Левада", "Водный Мир", (გაყინული პროდუქცია), "Объединённые кондитеры " («Красный Октябрь», «Бабаевский», «РотФронт») საკონდიტრო ნაწარმის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის მენეჯერის (სუპერვაიზერის) პოზიციაზე თბილისი და ახლო რეგიონები.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. ჯაბიძის ქ, #8 (ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია)
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა;
ძირითადი მოვალეობები:
** გეგმების შედგენაში მონაწილეობა, შესრულების მონიტორინგი;
** არსებული ქსელის მართვა/განვითარება;
** სტრატეგიული მნიშვნელობის მოლაპარაკებების წარმოება;
** დაქვემდებარებაში მყოფი გაყიდვების გუნდების მართვა;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი
** პოზიცია მოიცავს ხშირ მივლინებებს რეგიონებში.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ლიდერული უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@ilgeorgia.ge 31 მაისის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
გისურვებთ წარმატებას!