რესტორანი "Bazaar" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მისალმება და სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით.
ანაზღაურება: 750 ლარი ხელზე ასაღები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maiko.naskidashvili@bazzarhotel.com
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.