www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციულ და მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობა;
** შემუშავებული პროექტების პირობების კორექტირება;
** გაყიდვების გუნდთან კომუნიკაცია და შესაბამისი უკუკავშირი;
** პროექტების ბაზების ადმინისტრირება;
** დაგეგმილი რეალიზაციების შესრულებაზე კონტროლი;
** გაყიდვების პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით) - სასურველია
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2022 წლის 5 ივნისამდე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |