www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ძრავის მექანიკოსი
მომწოდებელი: ბაუმა
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

კომპანია "ბაუმა" აცხადებს ვაკანსიას ძრავის მექანიკოსის პოზიციაზე.

ბაუმა სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს. სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://bauma.ge/

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატ. #232
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი - შაბათი; 10:00 - 18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო სასაუბრო);
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** გისურვებთ წარმატებებს!

ფუნქცია/მოვალეობები:

** სერვისში შემოსული დაზიანებული პროდუქციის დიაგნოსტირება და შეკეთება;
** დაზიანებული პროდუქტების დასაწყობება და მონიტორინგი;
** პირადი სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოვლა/მოწესრიგება;
** სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი;
** სერვისის მენეჯერის დროული ინფორმირება შეფერხებებისა და დამატებითი სამუშაოების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია დამატებითი ტექნიკური განათლება/გადამზადება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ტექნიკური დავალების შესრულებაზე და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირება

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge

ხოლო სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ძრავის მექანიკოსი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |