www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარელი პალასი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

სასტუმრო "ყვარელი პალასი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: სრული
პოზიცია: რესტორნის სუპერვაიზერი
დეპარტამენტი: F&B

პოზიციის შესაბამისი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
** მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზება და კონტროლი;
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
** დარწმუნება იმის თაობაზე, რომ თანამშრომლები კარგად და სრულყოფილად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს;
** სხვადასხვა ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა;
** სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება და მოცემული ინფორმაციის გადაცემა საკვებისა და კვების დეპარტამეტის მენეჯერისათვის. უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
** სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სტუმართმოყვარე და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა;
** შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
** დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება;
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სხვა დავალებების შესრულება, რომელთაც დაავალებს უშუალო ხელმძღვანელი ან მმართველი გუნდი სასტუმროს მუშაობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კვების ობიექტების მართვის სისტემის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

"ყვარელი პალასი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |