www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე, თბილისსა და მარნეულში.

სამუშაო გრაფიკი:

** 24 საათი, ცვლა ყოველი მესამე დღე-ღამე.
** ანაზღაურება ექვსთვიან საგამოცდო პერიოდში 70 ლარი - 24 საათში, საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ - 75 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების შეფასება და სალომბარდე სესხის გაცემა;
** კონვერტაციების განხორციელება;
** მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება;
** დღიური დოკუმენტაციის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ამ სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე /მარნეული/

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უნივერსალური მოლარე-თბილისი" ან "უნივერსალური მოლარე-მარნეული".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |