უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია "Area Enterprises" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** დაინტერესებული პირებისთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და პრეზენტაცია;
** მონაცემთა ბაზაში მუშაობა, ლიდების დახარისხება, შესაბამის დეპარტამენტში მომხმარებლის გადართვა;
** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
** გაყიდვებში უშუალო ჩართულობა;
** დღიური გეგმის შესრულება;
** ყოველდღიური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული/პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე.
სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის კრიტერიუმებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@areaenterprises.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საკონტაქტო ნომერი: 2110010