"RentoTMC" არის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც 3 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. მისი ძირითადი მიმართულებაა კომფორტული და უსაფრთხო სატრანსპორტო სერვისების ორგანიზება საცალო, საერთაშორისო, კორპორატიული და სახელმწიფო პარტნიორებისთვის.
"Rento Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
** არსებული მომხმარებლებისთვის კომპანიის სხვადასხვა პროდუქტის შეთავაზება და მოთხოვნის შესაბამისი პაკეტის შექმნა;
** პარტნიორი კომპანიების ჯავშნების მუდმივი მონიტორინგი;
** არსებულ მომხმარებლებთან ეფექტური მუშაობა;
** ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ გამოფენებზე, სხვადასხვა ღონისძიებებსა და შეხვედრებზე დასწრება;
** სხვადასხვა მასშტაბური და ნიშური ღონისძიებების ინიცირება/ორგანიზება - რომელიც კომპანიის პარტნიორთა ქსელის გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული;
** საერთაშორისო და ლოკალური ბაზრის შესწავლა;
** შესასრულებელ სამუშაოზე ანგარიშგება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - აუცილებელია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესული გარემოში მუშაობისა და მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: Rentogroup@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".