შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნესის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია რეპორტინგის და ანალიტიკის გამოცდილება.
ძირითადი უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
** რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და განახლება;
** მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
** მონაცემების დამუშავება და რეპორტინგის წარმოება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** წარმოებული ანგარიშების მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** გაყიდვების გუნდის შედეგების დათვლა, შედეგებზე დაყრდნობით ბონუსების და საკომისიოების დაანგარიშება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"ახალი ქსელები" გისურვებთ წარმატებებს!