ღვინის კომპანია "მეღვინეობა ჩელთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობის B კატეგორია;
** სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სფერო: გაყიდვები, მერჩენდაიზინგი);
** კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
** უზრუნველყოს არსებულ ობიექტებში პროდუქციის ეფექტური განლაგება, მუდმივი ზრუნვა განლაგების გაუმჯობესებაზე;
** ობიექტებზე (რესტორნები, ბარები, სუპერმარკეტები) მარაგების მუდმივი კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სხარტი აზროვნება.
ხელფასი ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი;
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@chelti.com და გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.