www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება თითოეულ სტუმარს: საჭიროების შემთხვევაში, განათავსოს სტუმრების ავტომობილები ავტოსადგომზე და დაუბრუნოს უკან;
** მიაცილოს სტუმარი კუთვნილ ოთახამდე, დაეხმაროს ბარგის ატანაში, აუხსნას სასტუმროს სერვისები, აჩვენოს მინიბარი, აბაზანა და სხვა.
** უზრუნველყოს ჩამოსული/მიმავალი სტუმრების ბარგის სათანადოდ შენახვა;

საჭირო უნარები: კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული, მოტივირებული და პუნქტუალური.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ. ნომერი: 577 252518
ელ.ფოსტა: hr@ramadatbilisioldcity
მისამართი: ავლაბარი, წურწუმიას #14.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |