www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი, ბათუმის ქუჩა #16

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურ ბრიფინგებზე დასწრება ცვლის დაწყებამდე ან/და დასრულების შემდგომ
** კომპანიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ტრენინგებზე დასწრება და ხელმოწერის დაფიქსირება
** სამუშაო ობიექტის გახსნა/დახურვა ჩეკ-ლისტისა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროდუქტის რაოდენობის შემოწმება და მომარაგება, საჭიროებისამებრ 68/86-ის [სტარტი/სტოპი] საკომუნიკაციო დაფაზე დაწერა
** ობიექტის სისუფთავის შემოწმება/უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტის შესაბამისად [მაცივრები, თაროები, სამუშაო მაგიდები, გამწოვები, ნათურები, ნაგვის ურნა, ტრაპი, იატაკი, კედელი, ჭერი]
** პროდუქტის მიღება, დასაწყობება და შემდგომ დამუშავება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** თითოეული პროდუქტის შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ცოდნა
** საჭიროებისამებრ ინვენტარის დაპოლირება და დახარისხება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** კერძების მომზადების საფეხურების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და დაცვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ყოველი ცვლის დასაწყისში სასაქონლო მარაგების გადახედვა და დამზადება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** მაცივარში შესანახი გახსნილ მდგომარეობაში, თერმულად დაუმუშავებელი ან დამუშავებული პროდუქციის დათარიღება და ხარისხის ყოველდღიური კონტროლი ფუჭებადობაზე [სოუსები, ხორცეული, ბოსტნეული, რძის პროდუქტი]
** მაცივრებში, საყინულესა და მშრალ საწყობში ვადების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სერვისის პერსონალის ინფორმირება დაგვიანებადი კერძის შემთხვევაში;
** სამზარეულოს სამუშაო ზედაპირისა და ინვენტარის რეცხვა/დეზინფექცია, რომელზეც ჰქონდა პროდუქტს შეხება [ურიკა/ტროლი, დანა, სლაისერი, დახლი მაცივარი, სამუშაო და კერძის გასაცემი მაგიდა]
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა
** სამუშაო ინვენტარისა და დანადგარების მოფრთხილება
** ყოველთვიურ/კვარტალურ ჭურჭლის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა საკითხების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის განხრით
** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** HACCP-ის სტანდარტებისას ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებული;
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული;

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |