www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციების მენეჯერი
მომწოდებელი: მიმინო თრეველ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

ტურისტული კომპანია "მიმინო თრეველი" შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

სამუშაოს აღწერილობა გულისხმობს სასტუმროების ჯავშნების მართვას.

ღია პოზიცია: რეზერვაციების მენეჯერი

ვის ვეძებთ ჩვენ:

** უმაღლესი განათლება;
** ტურისტულ კომპანიაში რეზერვაციების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** აქტიური, კომუნიკაციის კარგი უნარით;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;

პირობები:

** თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება ინდივიდუალურად, გამოცდილებისა და უნარების მიხედვით;
** სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა და ულიმიტო სატელეკომუნიკაციო პაკეტი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |