ფრანგული საცხობების ქსელი "Entrée" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** დახლზე მზა პროდუქტის დალაგება/წარმოჩენა და რეალიზაცია;
** სალაროს მართვა (გაყიდვებთან დაკავშირებული საქმის წარმოება).
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საკომუნიკაციო ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა;
** საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** პრეზენტაბელური გარეგნობა და დადებითი პიროვნული თვისებები;
უნარ-ჩვევები:
** კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალური, კომუნუკაბელური, თავაზიანი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** CV;
** 3x4-ზე ფოტოსურათი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@entree.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.