www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების ოპერატორი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 10 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

** დაზღვევა;
** ტრენინგები;
** მასტერკლასები;
** კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

** კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** ზედამხედველის მიერ წამოყენებული მიზნების შესასრულებლად მაქსიმალური ძალისხმევა მისი შესაძლებლობების ფარგლებში და შეუწყვეტელი მუშაობა ორგანიზაციის მიზნის მიღწევისთვის;
** ყველა საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიის და მეთოდიკის შესაბამისად;
** ერთგულება კრედოს მიმართ და მოვალეობების პირნათლად შესრულება;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

სპეციფიკური:

** ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია ვადაგადაცილებული/გაპრობლემებული სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად;
** ბანკის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში კლიენტისთვის ვადაგადაცილებულ/პრობლემურ სესხებზე რესტრუქტურიზაციის შეთავაზება ხელსაყრელი პირობებით;
** მიმდინარე ვადაგადაცილებულ/პრობლემურ სესხებზე გადახდის ეფექტური განრიგის (მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი პირველი შენატანის გადაცილების დღიდან 29 კალენდარული დღიანი განრიგისა) შედგენა მომხმარებლისთვის;
** საქმიანობის კოორდინირება იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან;
** პირველი დღიდან 30 დღის ჩათვლით მასზე გადაწერილი ვადაგადაცილებული/გაპრობლემებული სესხების პორტფელის მართვა და ინტენსიური მონიტორინგი.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
** სასურველია პრობლემური სესხების ოპერატორად, პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პრობლემური სესხების ოპერატორი"

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 მაისი, 2022 წ

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |