www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

პოზიცია: ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარიდან + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელურ კლიენტებთან (კარფური, ორი ნაბიჯი, ფუდმარტი, ნიკორა და ა.შ) ურთიერთობის წარმოება; მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა და შენარჩუნება.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** კონკურენტების პოზიციის, არსებული სიტუაციის, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი.
** გეგმისა და ანალიზის შედგენა გაყიდვების ზრდის მიმართულებით, ამ კუთხით გაყიდვების გუნდის კონტროლი.
** ფინანსური დავალიანებების კონტროლი
** რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს ან დაახლოებულ პოზიციაზე.
** ონლაინ მარკეტინგის ზოგადი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის წარმართვის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები.
** გუნდური ორიენტაცია.
** მათემატიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |