www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი/B2B
მომწოდებელი: კარგონი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 10 ივნისი

საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა "CARGON" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის (B2B) პოზიციაზე.

რა არის კარგონი?

"CARGON" მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის - "500 Startups"-ის გამარჯვებულია, რომელიც ვებ პლატფორმასა და მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია მოქნილი სისტემის მეშვეობით მარტივად დაკავშირდნენ ტვირთები გადამზიდ საშუალებებთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ენები:

** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური და რუსული - (B1/B2)

თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** მოთხოვნილი ტვირთების ტრანსპორტირების "კარგონის" პლატფორმაზე რეგისტრაცია
** შემოსულ შეკითხვებზე დროული უკუკავშირი
** პლატფორმაზე შემოსული მოთხოვნების (რეგისტრაცია, ტრანსპორტირების კალკულაცია) გაყიდვების დეპარტამენტთან გადამისამართება
** კორპორატიულ კლიენტებთან ხელშეკრულების / შეკვეთის ფორმების გაფორმება
** ტვირთების დაზღვევაზე სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია და საჭირო ფორმალობების წარმოება

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს (1000 ლარი) და ბონუსს შესრულებული საქმიდან
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს მოტივირებულ გუნდში
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პერსონალური და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს საერთაშორისო კომპანიაში

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: join@cargon.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ოპერატორი (B2B)".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |