მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის, მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის", საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე - კარფურის ქსელში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა
ანაზღაურება: 650 ლ + ბონუსი
ძირითადი მოთხოვნა: სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელურ სუპერმარკეტებში კომპანიის პროდუქციის ფეისინგის კონტროლი.
** პროდუქციის თაროებზე გაშლა და განლაგების კონტროლი.
** მენეჯერებთან და ადმინისტრატორებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის გაშლის უზრუნველყოფა.
** ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
ძირითადი თვისებები:
** პუნქტუალურობა და თავაზიანობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ ამ თანამდებობაზე დასაქმების სურვილი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: sandomi.hr@gmail.com. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.
გისურვებთ წარმატებას!