შპს "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსები.
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომატური ხანძარქრობის სისტემების ტექნიკური და მენეჯერული ზედამხედველობა/მართვა (ცილინდრების დამუხტვა/გადამუხტვა, ინსპექტირება, შემადგენელი კომპონენტებისა და სამონტაჟო პროცესის ზედამხედველობა);
** სახანძრო, დაცვითი სიგნალიზაციის და სხვადასხვა სუსტი დენების სისტემების სამონტაჟო სამუშაოებისა და პროექტების ზედამხედველობა/მართვა;
** ელექტროსქემების, მიერთებების, ელ. ფარების აწყობისა და სხვა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა.
** ქვეკონტრაქტორებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
** პროექტის ფარგლებში სამუშაოების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლი;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან, კერძოდ: დამკვეთთან, ქვეკონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; პროექტის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტის ფარგლებში სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
** ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ინიცირება და რეალიზება;
** მიმდინარე ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
** საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** ტექნიკური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Microsoft office-ს სრულყოფილად ცოდნა;
** ელ. კომპონენტებთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** ტექნიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** მართვის მოწმობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ hr@elplus.ge მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!