www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეამოწმოს ყველა სასმლის ხარისხი და ვადები. უზრუნველყოს მათი რეალიზაცია FIFO-ს პრინციპის მიხედვით
** იცოდეს ბარში არსებული სასმელების და ღვინის მენიუს პოზიციები
** იმუშაოს ბარის და მომსახურების SOP-ების მიხედვით
** იყოს ორიენტირებული სტუმრის საჭიროებებზე და უზრუნველყოს მაღალი სტანდარტების მომსახურების მიწოდება
** აწარმოოს ბარის მარაგის რეგისტრაცია, კონტროლი, შეკვეთა და განთავსება;

საჭირო უნარები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული, შედეგზე ორიენტირებული.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 30 მაისი, 2022 წელი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |