კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია.
კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება;
** კვალიფიციური ექიმები;
** უახლესი ტექნოლოგიები;
** მუდმივი განვითარება;
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო.
კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი;
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება, თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
** სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა "ინფო-საწარმო"-ს სრულყოფილი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება);
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის იმპორტის თვითღირებულების გაანგარიშება/ შემოსავალში აღება;
** ყოველდღიურად საწყობის მიხედვით საშემოსავლო სამსახურის საიტზე ატვირთული სასაქონლო ზედნადების ჩამოტვირთვა/მიღება/შედარება/შემოსავალში ასახვა/ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებზე გახარჯული მასალების ჩამოწერა;
** ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში მონაწილეობა და მასალების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ხელფასების დარიცხვა-გადარიცხვა;
** ზედნადებების ატვირთვა;
** ყოველთვიურად პრეპარატებისა და სხვადასხვა საქონლის ჩამოწერის აქტების წარმოება;
** ბანკებში გადარიცხვები;
** კალკულაციების მიხედვით მასალების ჩამოწერა ბუღალტრულ პროგრამაში განყოფილებების მიხედვით და ჩამოწერილი მასალების ანალიზი;
** საბანკო გადარიცხვები.
საქმიანი თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2022 წლის 25 მაისამდე. ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!